ENGLISH
 

15.10.2021   ბეჭდვა
კობა გვენეტაძემ ეროვნულ ბანკში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ყურადღება მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის გავლენას და მაღალ ინფლაციაზე საუბარს დაეთმო, რომელიც წელს მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლების მიერ საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციისგან გამომდინარე პოტენციურ რისკებსაც განიხილავს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.   

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეფორმების გაგრძელებისათვის ასეთი პროგრამის აუცილებლობაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ვითარებას.
<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service