ENGLISH
 

07.09.2021   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2021 წლის 7 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.460 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.480 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service