ENGLISH
 

20.08.2021   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალისტებს უმასპინძლა

კონკურსის ფინალისტებს, რომლებსაც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები უნდა წარედგინათ, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. კობა გვენეტაძემ კონკურსში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის ფინალისტებს მადლობა გადაუხადა და  სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები გადასცა. 

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის ფინედუს ინიციატივითა და ფინანსური სექტორის 4 წარმომადგენლის მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებულები, ონლაინ შეხვედრის დროს, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.

3 გამარჯვებულ პროექტის ავტორს - შმაგი ბურდულს, ბექა ბურდულს, ლუკა ზედაშიძესა და ნინი ბოჭორიშვილს პარტნიორი ორგანიზაციებისგან - სს "მისო სვისკაპიტალი", სს "კრედო ბანკი" და სს "მისო ევროკრედიტი" - 1000 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან" - ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის - YES Georgia-ს ვაუჩერი გადაეცათ.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. ეს დღე, მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.

<< უკან

 
 
Copyright © 2022 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service