ENGLISH
 

10.08.2021   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნული კვლევა, ბანკების მენეჯმენტის გამოკითხვის გზით, 2013 წლიდან ტარდება. კვლევის მიზანია რესპონდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ.

კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლიდან ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება. ანგარიში მოიცავს  დაკრედიტების ტენდენციების შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციასაც.

დაკრედიტების სამომავლო ტენდენციებზე დოკუმენტში წარმოდგენილი მოლოდინები ასახავს მხოლოდ რესპონდენტთა შეფასებას და არა ეროვნული ბანკის პოზიციას.

ანგარიში ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

<< უკან

 
 
Copyright © 2022 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service