ENGLISH
 

10.08.2021   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2021 წლის 10 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა  ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.190 პროცენტით,  მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  9.190 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2022 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service